რობერტა მეცოლა - ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის

ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. ევროპული საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის, როგორც კანდიდატი ქვეყნების მიღება და ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში,“- აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ „სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“.

„დღეს არის ისტორიული და სპეციფიკური დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს სულ მცირე უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია