გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აკვაკულტურის განვითარება პრიორიტეტულია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დარგში არსებულ პროგრესზე ვრცლად ისაუბრა. აღინიშნა, რომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს პარლამენტმა, 2020 წელს, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი მიიღო. არაერთი კანონქვემდებარე აქტი გამოიცა. აკვაკულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარალელურად, ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნას.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა აკვაკულტურის დარგის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კვლევის ჩასატარებლად, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში იმყოფებოდნენ, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რაც კვლევაში აისახა.

ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს