ლიზ ტრასი - პუტინი სასურსათო უსაფრთხოებას იყენებს, როგორც ომის იარაღს - თუ მარცვლეულის კრიზისი არ მოგვარდება, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ

მარცვლეულის კრიზისი გადაუდებელია და მომდევნო თვის განმავლობაში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა და მარცვლეულის უკრაინიდან გატანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„პუტინი შიმშილს იარაღად აყენებს. ის იყენებს სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც ომის იარაღს. მან დაბლოკა უკრაინის პორტები და აფერხებს 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს მთელს მსოფლიოში და აიძულებს მსოფლიოს გამოსასყიდი გადაიხადოს. კომერციულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო გასასვლელი, რათა შეძლონ უკრაინის პორტების დატოვება და უკრაინის პორტები დაცული უნდა იყოს რუსეთის თავდასხმებისგან,“- განაცხადა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს გაერო-ს მოლაპარაკებებს, მაგრამ რუსეთს არ უნდა მიეცეს მისი გაჭიანურების საშუალება.

„ზომების მიღება უნდა მოხდეს სასწრაფოდ, ახალი მოსავლის აღებამდე მომდევნო, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რათა მივაღწიოთ ამას,“- აღნიშნა ლიზ ტრასმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა