ხვალინდელი აქცია ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის „სირცხვილია“, რაც ყველამ ვიცით“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან 24 ივნისს დაანონსებულ აქციაზე - „შინ ევროპისკენ" საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ხვალ დაგეგმილი აქვს „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება.
„როგორც მათ წინასწარ გამოაცხადეს, ხვალ დაგეგმილი აქვთ ბაკურიანის შეკრების გეგმების გამომზეურება. „შულავერის კომიტეტის“ გეგმების გამომზეურება. ეს იქნება ხვალინდელი აქციის მიზანი. ამ გეგმას აღსრულება არ უწერია. ჩვენს ქვეყანაში იქნება სიმშვიდე და მშვიდობა.
რაც შეეხება ორგანიზებას, წინა აქცია და ხვალინდელი აქციაც ორგანიზებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ, ეს არის „სირცხვილია“, რაც ყველამ ვიცით. ეს არის ახალგაზრდული ბოლშევიკური ფრთის მიერ დაანონსებული ქცია, შესაბამისად, ორგანიზატორები ისინი არიან“,- აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ", რომელმაც 20 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია "შინ ევროპისკენ" გამართა, კიდევ ერთი შეკრება დაანონსა. მოძრაობის ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, მოქალაქეები პარლამენტის წინ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე უნდა შეიკრიბონ 24 ივნისსაც, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"