ანა მალიარი - აღმოსავლეთში ვითარება მძიმეა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მანევრულ თავდაცვას ახორციელებენ

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება კვლავ მძიმეა, შეიარაღებული ძალები იქ მანევრულ თავდაცვას ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგეს საცეცხლე უპირატესობა აქვს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მათ.

„რაც შეეხება აღმოსავლეთს, ეს მართლაც ცხელი წერტილია, გრძელდება სასტიკი ბრძოლები. დღეს მტერს აქვს საცეცხლე უპირატესობა, მაგრამ შეიარაღებული ძალები, თავის მხრივ, ზარალს აყენებენ მოწინააღმდეგეს. შეიარაღებული ძალები ყველანაირად ცდილობენ, არ დაუშვან მტრის წინსვლა, ცდილობენ, მტერი უკუაქციონ. სიტუაცია რთულია, ამას არავინ მალავს. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ მანევრულ თავდაცვას,“- აღნიშნა ანა მალიარმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები