მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა გამოიძიებს უკრაინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მათ მარცვლეულს იპარავს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა გამოიძიებს უკრაინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მათ მარცვლეულს იპარავს. ამასთან, თურქეთის პირველი დიპლომატის თქმით, ოფიციალური ანკარა არ დაუშვებს მსგავსი მარცვლეულის იმპორტს მის ქვეყანაში.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ განცხადებას და მათ სერიოზულად ვიძიებთ. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაწვდით ინფორმაციას შედეგებზე, განსაკუთრებით უკრაინულ მხარეს“,- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში უკრაინის ელჩმა თურქეთში განაცხადა, რომ თურქეთი იყო მათ შორის, ვინც იღებდა მარცვლეულს რუსეთისგან, რომელიც მოპარული იყო უკრაინისთვის.

ელჩის თქმით, მან მიმართა თხოვნით ოფიციალურ ანკარას, რომ გამოევლინა და დაესაჯა პირები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ მარცვლეულის მიწოდებაზე.

რუსეთმა კი უარყო ინფორმაცია უკრაინისთვის მარცვლეულის მოპარვის შესახებ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები