მარნეულში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონი ლარია.

„სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის; დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

სტადიონის მშენებლობის პროცესი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის