ნიდერლანდების პრემიერი - ჩვენ ვშიშობდით, რომ კომისია ჩქარობდა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით - უნდა ვთქვა, რომ ვცდებოდი

ჩვენ ვშიშობდით, რომ კომისია ჩქარობდა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით - უნდა ვთქვა, რომ ვცდებოდი, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ - მინისტრმა მარკ რუტემ მედიას ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე განუცხადა, სადაც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ.

“ჩვენ ვშიშობდით, რომ კომისია ჩქარობდა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება ძალიან დაბალანსებული იყო... უნდა ვთქვა, რომ ვცდებოდი. ძალიან საფუძვლიანი და სამართლიანი შეფასებაა“, - განაცხადა რუტემ.

ასევე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენა „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებისთვის".

მან თავის ქვეყანას „უკრაინის კანდიდატის სტატუსის ძლიერი მხარდამჭერი" უწოდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა