ენტონი ბლინკენი ევროპაში ვიზიტს იწყებს

ენტონი ბლინკენი ევროპაში ვიზიტს იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროპაში ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე თავად დაწერა.

სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სასურსათო კრიზისზე რეაგირების საკითხები.

„დღეს მივემგზავრები გერმანიაში სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში მინისტერიალზე დასასწრებად და ასევე ვუერთდები აშშ-ს პრეზიდენტს ამ კვირის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე. იქიდან გავემგზავრები ესპანეთში ნატოს სამიტზე მადრიდში“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ ევროპაში შეხვედრები გარკვეულწილად შეეხება პასუხების მოძიებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეულ გამოწვევებზე.