გოკა გაბაშვილი - ბრიუსელი, ევროკავშირი და ევროპის დედაქალაქები არაა მოსკოვი, სადაც ჩახვალ, რაღაცას „ჩააწყობ“, კონიაკებს ჩაიტან და რაღაცებს ათქმევინებ - ამ ხელისუფლებას სიტუაციის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს

ჩვენ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან სამ ქვეყანაზე მიიღებოდა გადაწყვეტილება და ჩვენ ვიყავით ლიდერები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ეს საქმე გააფუჭა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოკა გაბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლებას პროცესის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს.

„ძალიან კარგია, რომ ევროპა არ ამბობს, თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი. არის მოცემული კონკრეტული დრო, 6 თვე, როდესაც ჩვენ, როგორც ქვეყანამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც აჩვენებს ჩვენს პარტნიორებს, რომ ვართ ევროპული ქვეყანა და არ ვართ პოსტსაბჭოთა ოლიგარქია, რომელიც ერთი ადამიანის მიერ იმართება თოჯინებით და არ ვართ ქვეყანა, რომელიც არანაირ ევროპულ სტანდარტს არ სცემს პატივს და არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა.

საქართველოს ხელისუფლებას სულ არ აქვს წარმოდგენა, რომ ბრიუსელი, ევროკავშირი და ევროპის დედაქალაქები არ არის მოსკოვი, რასაც ისინი მიჩვეულები არიან, სადაც ჩახვალ ვიღაცასთან რაღაცას ჩააწყობ, კონიაკებს ჩაიტან და რაღაცებს ათქმევინებ - ასე არ ხდება ევროპაში. ევროპა გვიყურებს ინსტიტუტების მეშვეობით.

ამ ხელისუფლებას სიტუაციის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს. ხელისუფლებამ ძალიან ეფექტურად და მიზანმიმართულად იმუშავა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს ხელისუფლება საერთოდ არ აპირებდა ამ განაცხადის გაკეთებას, მერე საზოგადოებრივმა რეაქციამ და შიშმა, რომ პროტესტი დაიწყებოდა გააკეთებინა ეს განაცხადი ვალის მოხდის მიზნით და რას ვხედავთ ამის მერე? ვხედავთ მიზანმიმართულ დარტყმას ყველგან, სადაც მიიღებოდა გადაწყვეტილება“, - განაცხადა გაბაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის