ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი დღეა ევროპისთვის - სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი

საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის აგრესიის ფონზე, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს.

„ეს არის განმსაზღვრელი მომენტი და ძალიან კარგი დღე ევროპისთვის. მე თბილ მილოცვას ვუგზავნი პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს. სამივე ქვეყანა გახლავთ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი, არასდროს არ მქონია ამასთან ეჭვი და დღეს ამას ადასტურებს ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება, იგი აძლევს პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანებისა და გვაძლევს გზას და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ამაზე უკეთესი ნიშანი ენთუზიაზმისა უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ამ რთულ დროს.

რა თქმა უნდა, საშინაო დავალება უნდა შეასრულონ ქვეყნებმა გაწევრიანების გზაზე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებენ ამას, ძალიან აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ შეასრულონ საჭირო რეფორმები. არა იმიტომ, რომ მათ ეს მოეთხოვებათ ევროპასთან მიერთების გზაზე წინ სიარული, იმიტომ, რომ პირველ რიგში ეს რეფორმები არის ქვეყნისთვის კარგი, დემოკრატიისთვის კარგი იმიტომ, რომ ის აძლიერებს კონკურენტუნარიანობას სამივე ქვეყნისა და საბოლოოდ ეს არის ძალიან კარგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ეს გადაწყვეტილება რაც მივიღეთ გვაძლიერებს ყველას, აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსეთის აგრესიის ფონზე და აძლიერებს ევროკავშირს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ანახებს მსოფლიოს, რომ ევროკავშირი არის გაერთიანებული და ძლიერი გარე საფრთხის პირისპირ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომლის თარგმანიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა