ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის არის ხაზგასმა უზარმაზარი სურვილის, იყოთ ევროკავშირის წევრი - საჭიროა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმები

საქართველომ მიიღო პერსპექტივა - საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან პირველად ხდება, რომ ეს ეტაპი მიღწეულია.

„ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძალიან ძლიერი სტიმული ევროკავშირის მიმავალ გზაზე. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი. თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაგაჩნიათ. ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი. ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომლის თარმგმანიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე