შარლ მიშელი - ჩვენ მოვაგვარებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგებს, სურსათის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებს

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ჩვენ მზად ვართ საქართველოს მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი მაშინ, როცა პრიორიტეტები შესრულდება , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი. მისივე განცხადებით, მათ საშუალება ჰქონდათ, რომ პრესკონფერენციამდე უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაკავშირებოდნენ.

„ჩვენ ჩვენს დასკვანში ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვაგვარებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგებს, სურსათის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებს“, - დასძინა მიშელმა.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ საშუალება ჰქონდათ დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებსაც შეხვედროდნენ.

„ეს იყო ძალიან ინტენსიური, ნაყოფიერი აზრების გაცვლის შესაძლებლობა და ასევე იყო შესაძლებლობა ჩვენი სურვილის კიდევ ერთხელ გაცხადებისა, რომ ახალი სიცოცხლე შევძინოთ ამ პროცესს“, - განაცხადა მიშელმა.

პრესკონფერენციისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს რეფორმების, დამოუკიდებელი სასამართლოსა და კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

მიშელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს არის ევროპული საბჭოს ბოლო სხდომა საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა „ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის და ჩართულობისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო