ნიკა მელია - ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება - შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც და თავადვე გამოუსწორებიათ

ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აცხადებს, საქართველო შეცდომას გამოასწორებს.

“საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან - 1918 და 1991 წლებში.

მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.

ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება. მაგრამ ასეთივე შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც, დემოკრატიაში უფრო დიდი გამოცდილების და დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ტრადიციის ევროპელ ხალხებს და შეცდომები თავადვე გამოუსწორებიათ.

ასე მოხდება საქართველოშიც!”,- წერს მელია „ფეისბუქზე“ და აანონსებს ხვალინდელ აქციას, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა