ევროკომისია - ევროპის კონტინენტისთვის ისტორიული მომენტის მოწმენი ვართ  - ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას გვაძლიერებს

ზოგჯერ რთულია შეამჩნიო ისტორია, როდესაც ის იქმნება - ამის შესახებ ევროკომისიამ „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რითაც უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ევროპის კონტინენტისთვის ისტორიული მომენტის მოწმენი ვართ. უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს - სამივეს პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე სამუშაო აქვს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის. ეს ისტორიული ნაბიჯი ყველას გვაძლიერებს“, - აღნიშნულია ევროკომისიის „ფეისბუქ“ პოსტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს