ემანუელ მაკრონი - საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს

საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.

საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან აღიარებულ იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა.

„სრულიად მხარს დავუჭერ იმას, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა [ურსულა ფონ დერ ლაიენმა] ბრძანა. ეს არის ისტორიული დღე, ის, რომ აღიარებულ იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა და ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა პრეზიდენტმა. ჩვენ ვნახეთ რამდენად ნათელი იყო პრეზიდენტის გზავნილი საქართველოსადმი. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის, ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა