07.07.2025 / 08:38
ჯოზეფ ბორელი და დმიტრო კულება - დაუყოვნებლივ დავიწყებთ უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მზადებას

იწყება გრძელი მოგზაურობა, სადაც ერთად ვივლით - დაუყოვნებლივ დავიწყებთ უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებისთვის მზადებას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ერთობლივ მიმართვაში განაცხადეს.

დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის, უკრაინისთვის და ზოგადად, კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის.

„რუსეთის სამხედრო აგრესია ხალხს ევროპაში ნორმალური, ღირსეული ცხოვრების უფლებას ვერ ჩამოართმევს. უკრაინა გაიმარჯვებს. ევროპა გაიმარჯვებს”, - განაცხადეს მათ.

დიმიტრო კულებასა და ჯოზებ ბორელის თქმით, დარწმუნებულები არიან, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებით ევროკავშირი ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის: უკრაინელი ხალხი ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს