რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსეთში, რიაზანის ოლქში ილ-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინციდენტი საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

„საწვრთნელი ფრენის დროს, ძრავის გაუმართაობის გამო, ეკიპაჟმა დაშვება გადაწყვიტა. დაჯდომისას თვითმფრინავი ნაწილობრივ განადგურდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიაზანში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.