ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის

საქართველო ახლა ნამდვილად ადგას ევროპულ გზას. დიახ, არსებობს პირობები. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ ეს. პირიქით, ეს ასევე არის აღიარების ნიშანი და მკაფიო მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ერთად მუშაობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოიყენოს.

„ახლა, ევროპული გზა საქართველოსთვის სრულყოფილად არის განსაზღვრული. იცით რა, როგორ და როდის. მზად ვართ ერთად მუშაობისთვის, საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გამოყენებისთვის მისი ევროპული მომავლის ასაშენებლად,“ - აცხადებს ბორელი.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები