შოთა ღვინერია - ვუყურებთ, რომ განგებ, მიზანმიმართულად იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა არ იქნას მიღწეული

აღარ შეიძლება თავის მოტყუება და იმის თქმა, რომ დღეს ვერ მივაღწიეთ და 6 თვეში მივაღწევთ - ვერაფერს მივაღწევთ, რადგან მიზანმიმართულად იდგმება ნაბიჯები, რათა ეს შედეგი არ იქნას მიღწეული, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარმა, შოთა ღვინერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიენიჭა.

როგორც ღვინერიამ აღნიშნა, ნაბიჯები, რაც გადაიდგა და რიტორიკა, რომელიც მოვისმინეთ, ემსახურებოდა იმას, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო.

„რა თქმა უნდა, ათწლეულების განმავლობაში ხან წარმატება იყო, ხან - წარუმატებლობა, თუმცა დღეს, ჩემი აზრით, განსხვავებული მომენტია იმიტომ, რომ პირველად, ძალიან მკაფიოდ ჩანს ის, რომ ხელისუფლება საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, რათა მიღწეულ არ იქნეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები. ასეთი განცდა მე, როგორც დიპლომატს, არასდროს გამჩენია. მქონია გაბრაზება, გულდაწყვეტა, რომ რაღაცისთვის ვერ მიგვიღწევია; გაგვიკეთებია ყველაფერი, მაგრამ ისეთი შედეგი არ დამდგარა, როგორიც გვინდოდა. დღეს აბსოლუტურად სხვა მომენტია - ვუყურებთ, რომ განგებ, მიზანმიმართულად იდგმება ნაბიჯები იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა არ იქნეს მიღწეული. 100%-ით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ბოლო წლის განმავლობაში, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში რომ გადაედგა სწორი ნაბიჯები, შესაძლებელი იქნებოდა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოსაც მიეღო კანდიდატის სტატუსი. საპირისპირო ვიხილეთ - ნაბიჯები, რაც გადაიდგა და რიტორიკა, რომელიც მოვისმინეთ, ემსახურებოდა იმას, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო“,- განაცხადა შოთა ღვინერიამ.

ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი "დასახული პრიორიტეტები შესრულდება".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო