ვოლოდიმირ ზელენსკი - ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს

ეს ოფიციალურად აღიარებულია: უკრაინა არ არის ხიდი დასავლეთსა და რუსეთს შორის, არც ბუფერია ევროპასა და აზიას შორის, არც გავლენის სფერო, არც „ნაცრისფერი“ ზონა და არც სატრანზიტო ტერიტორია. არ არის საზღვარი ორკებსა და ელფებს შორის. უკრაინა არის მომავალი თანასწორი პარტნიორი ევროკავშირის სულ მცირე 27 ქვეყნისთვის. უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

მანვე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნობას შეადარა.

"ადამიანურ და არა პოლიტიკურ დონეზე, კანდიდატის სტატუსის მიღება ნიშნობას ჰგავს. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ეს არ არის უბრალო მეგობრობა ან თანაგრძნობა, არამედ მტკიცე და ოფიციალური განზრახვა, რათა შევუერთდეთ და გავხდეთ ერთნი ძალიან ახლო მომავალში“, - დასძინა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა ევროკავშირის კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების განსახორციელებლად ცხოვრების ყველა სფეროში. გარდა ამისა, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მთელი რიგი კანონები, რაც ევროინტეგრაციას ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა