ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვართ ჯო ბაიდენის უკრაინისთვის 450 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტის მოწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო

მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ამერიკელი ხალხის, უკრაინისთვის 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ეს დახმარება უკრაინისთვის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ეს მხარდაჭერა, მათ შორის დამატებითი HIMAR-ები, ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ უკრაინის მიწას რუსი აგრესორისგან!“- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით 450 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. დახმარების პაკეტი მოიცავს მაღალი მობილობის ოთხ საარტილერიო სარაკეტო სისტემას და საარტილერიო საბრძოლო მასალას სხვა სისტემებისთვის, ასევე 18 საპატრულო კატარღას სანაპიროებისა და მდინარეების მონიტორინგისთვის და მცირე ზომის იარაღს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა