07.07.2025 / 08:38
სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - უკრაინელ ჯარისკაცებს ქალაქის დასატოვებლად დრო დასჭირდებათ - ლისიჩანსკიდან უკან დახევა არ იგეგმება

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ სევეროდონეცკის დასატოვებლად დრო დასჭირდებათ, - ამის შესახებ სევეროდონეცკის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან ვლასენკომ განაცხადა.

„ეს არ არის საათის, ან დღის საკითხი, ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს,“- აღნიშნა ვლასენკომ.

ამასთან, რომან ვლასენკომ განმარტა, რომ რუსული ძალები ყველა მიმართულებით ახორციელებენ თავდასხმას.

„შეტევა ყველა მიმართულებით ხდება. რუსები შტურმს ახორციელებენ ლისიჩანსკზე, ბახმუტ-ლისიჩანსკის გზაზე, ასევე სევეროდონეცკსა და მიმდებარე სოფლებზე. ყველგან დაბომბვა ხდება და საომარი მოქმედებები ხორციელდება", - აღნიშნა ვლასენკომ.

მისივე თქმით, ლისიჩანსკიდან უკრაინული ძალების უკან დახევაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს