ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება, პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს

პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება. პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მიხეილ სააკაშვილის დროს, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არათუ დევნიდნენ, არამედ სასტიკად ანადგურებდნენ“.

მიხეილ სააკაშვილის დროს, პოლიტიკური ნიშნით არათუ იჭერდნენ ადამიანებს, ხვრეტდა, აწამებდა და აღარ გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იცით. ის მთავრობა ართმევდა სახლებს, ბიზნესებს და ანადგურებდა ადამიანებს პირდაპირი მნიშვნელობით, ფიზიკურად. ეს ეპოქა დასრულდა, მეგობრებო და დაასრულა ბიძინა ივანიშვილმა. ის თამასა და სტანდარტები, რომელიც დატოვა ბატონმა ივანიშვილმა, ჩვენი გუნდი ვართ ამ პოლიტიკური ძალის მმართველები და იმ პოლიტიკის გამაგრძელებლები, რაც დაიწყო მან 10 წლის წინ. ეს ეხება ევროპულ ინტეგრაციას, მედიათავისუფლებას და ა.შ.

ჩვენ ახლა გვაქვს ხელშესახები რამდენიმე კონკრეტული შედეგი - ასოცირება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რომელზეც ოცნებაც კი არ შეიძლებოდა სააკაშვილის პირობებში. დღეს რომ ყოფილიყო სააკაშვილი, არავითარი პერსპექტივაც არ გვექნებოდა. გაცხადებულად და დეკლარირებულად ისინი სხვა მიმართულებით მიექანებოდნენ. 3 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების კონსულტაციების პროცესი იყო გაჭიანურებული. ჩვენ მოვედით, დავიწყეთ, მოვაწერეთ და გავაკეთეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა