გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი „შიმშილის, როგორც ომის იარაღად“ გამოყენებასა და „მთელი მსოფლიოს მძევლად აყვანაში“ დაადანაშაულა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა რუსეთი "შიმშილის, როგორც ომის იარაღად" გამოყენებასა და "მთელი მსოფლიოს მძევლად აყვანაში" დაადანაშაულა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება ბერლინში, იმ კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ სასურსათო კრიზისს ეხება.

კონფერენციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრება.

ბაერბოკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღონისძიება, სახელწოდებით "გაერთიანება გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის", განიხილავს ომის შედეგად გამოწვეულ მომარაგების დეფიციტს და ის მიზნად ისახავს "მსოფლიოში სურსათის მარაგის სტაბილიზაციას".

კონფერენციას 50 დელეგაცია და მთელი მსოფლიოდან 40 მინისტრი დაესწრება.

როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უმთავრესი პრიორიტეტი სანდო სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაა, რათა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მოხდეს.

ცნობისთვის, დასავლეთმა რუსეთს მოსთხოვა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადა და მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის დიდი მარაგები გატანის ნება დართოს.

მედიის ცნობით, სურსათის კრიზისთან დაკავშირებით, ბერლინის კონფერენცია იმ დროს ჩატარდება, როდესაც „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერები ბავარიაში, 26-28 ივნისს დანიშნული შეხვედრისთვის ემზადებიან.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს