სერგეი ლავროვი - როცა იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერმა შემოიკრიბა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა - ახლაც ევროკავშირი და ნატო კრებს თანამედროვე კოალიციას რუსეთის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო კრებს კოალიციას ბრძოლისთვის, დიდწილად კი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

„რა თქმა უნდა, რეალურად შევხედავთ ევროკავშირის ქცევას და თვალს მივადევნებთ იმ რეალურ ნაბიჯებს, რომლებსაც ის დგამს და იმას, როგორ ემორჩილებიან კანდიდატი ქვეყნები მის მოთხოვნებს თუ მაინც ცდილობენ თავისი დამოუკიდებლობის გამოვლენას. ჩვენ ძალიან მცირე ილუზია გვაქვს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი რუსოფობიური მუხტი როგორმე გაიფანტება ან შეიცვლება პროგნოზირებად ან თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ეს ის გზაა, რომელიც ევროპელებმა აირჩეს. როდესაც იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი, ჰიტლერმა ხომ შემოიკრიბა ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლაც ასე, მათ შორის, ევროკავშირი და ნატო კრებს თანამედროვე კოალიციას ბრძოლისთვის და დიდწილად რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“,- განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ლავროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი იქცა ანტირუსულ კავშირად და ითხოვს მოსკოვის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებთან შეერთებას.

ამასთან, რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, ოფიციალური მოსკოვი თვალს მიადევნებს უკრაინისა და მოლდოვის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მათთვის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

თუმცა ის განმარტავს, რომ ევროკავშირის ურთიერთობის განვითარება სხვა ქვეყნებთან რუსეთისთვის რისკებს არ ქმნის, რადგან ეს არ არის სამხედრო ბლოკი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო