სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის” თანამშრომლებისთვის - ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიასა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს პაპუნა ხაჩიძეს თავს უცნობი პირები დაესხნენ, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ტელეკომპანიაში აცხადებენ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა.

„ირკვევა, რომ მოძალადეები ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ მათ ხელში „ტვ პირველის“ მიკროფონი დაუნახეს. უცნობი პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა „ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის, შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას, მიაყენა. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი თავდასხმა „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. ოპერატორს, მურმან ზოიძეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობი პირებმა მცირეწლოვანი ბავშვების და არასამთავრობო ორგანიზაციების თვალწინ მიაყენეს“, - აცხადებენ ტელეკომპანიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო