პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ბიუროს წარედგინა

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ბიუროს სხდომას წარედგინა. ბიუროს სხდომაზე საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

საუბარია “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტზე, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და საკუთარი ვარიანტით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით არის ჩამოყალიბებული.

პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და ერთი მოსმენით მიიღება. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

რაც შეეხება უშუალოდ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს