The Guardian - რუსეთის ფლოტმა მიიღო ბრძანება დანაღმოს პორტები ოდესასა და ოჩაკივში და უკვე დანაღმა მდინარე დნეპრი

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტმა მიიღო ბრძანება ეფექტურად დაბლოკოს უკრაინული პორტები ოდესასა და ოჩაკივში,- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რომელიც ოფიციალურ პირებსა და გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა მიიღო ბრძანება დანაღმოს პორტები ოდესასა და ოჩაკივში და უკვე დანაღმა მდინარე დნეპრი. დაზვერვა ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტი ბლოკადის ნაწილია, რომელიც ამ გზით გლობალური შიმშილის პროვოცირებას ცდილობს.

რუსეთი უარყოფს ნაღმების განთავსებას შავი ზღვის პორტების ირგვლივ და კიევს ადანაშაულებს, აცხადებს რა, რომ უკრაინელებმა თავად დანაღმეს საკუთარი პორტები.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ ის არ ახორციელებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის დანაღმვას, რუსეთი ფაქტობრივად ათავსებს ნაღმებს შავ ზღვაში ოჩაკივის მახლობლად. ჩვენ ასევე გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ჯარებმა ადრე დანაღმეს მდინარე დნეპრი. რუსეთის ქმედებების გავლენა, რამაც გამოიწვია საზღვაო ვაჭრობის შეწყვეტა და გახადა რეგიონი გემებისთის არაუსაფრთხო, არ შეიძლება, რომ სათანადოდ არ შეფასდეს, რადგან უკრაინის საზღვაო ექსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა Guardian-ის წყარომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?