ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის, რადგან ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მივესალმებით. ეს არის ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს უკრაინისთვის ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, უკრაინელი ხალხი მაედანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებისთვის ამისთვის გამოვიდა, 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. უკრაინელები ახლა ევროპასა და დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ. ჩვენი მომავლისთვის სიცოცხლეს სწირავენ. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება. ევროკავშირი იცვლება. ის უფრო ძლიერი იქნება. ის იქნება უფრო მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, გლობალურ განზომილებაში ეკონომიკური მოთამაშე უფრო ძლიერი იქნება, არ იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებას. უკრაინა მზად არის და უკრაინა აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს. რუსულმა აგრესიამ და რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსოფლიო, ევროპა, ევროკავშირი შეცვალეს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

მან ასევე საქართველოს მოსახლეობას ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.

„23 ივნისი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ისტორიაში უკვე შევიდა”, - აღნიშნა კასიანოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან