ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო კარი, მაგრამ ივანიშვილმა დახურა თავისი მმართველობით - ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს

ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო კარი, მაგრამ ივანიშვილმა დახურა თავისი მმართველობით. ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციაზე „შინ ევროპისკენ“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმდა, მან დაკარგა რწმენა იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მოლაპარაკებებს.

„ევროკავშირმა ქართველ ხალხს გაუღო ევროკავშირის კარი, ეს მინდა ქართველ ხალხს მივულოცო, მაგრამ ივანიშვილმა დახურა მისი დღევანდელი მმართველობით. ეს არ არის მმართველობა, რომლითაც შევალთ ევროკავშირში ან მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ამიტომ დღეს, ქართველმა ხალხმა თავისი გულისთქმა უნდა გამოხატოს.

ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, როდესაც მოლაპარაკებების შემდგომ მივაღწიეთ შეთანხმებას „ქართულ ოცნებასთან“, შემდგომ ისინი გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან, რამაც ძალიან დააზიანა ჩვენი ქვეყანა. ყველა ჩვენი შემდგომი მოწოდება, რომ დაბრუნებულიყვნენ შეთანხმებას, იქნა უგულებელყოფილი და დაგვცინეს. ჩვენ სრულად დავკარგეთ რწმენა იმისა, რომ ისინი სერიოზულად განიხილავენ მოლაპარაკებებს. დაველოდოთ ქართველი საზოგადოების განცხადებას, რომელიც შეკრებილია და შემდგომ ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს