ენტონი ბლინკენი - დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთმა კი მის მიერ გაჩაღებული ომი უკვე წააგო. ამის შესახებ ბლინკენმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინელები წარმოუდგენელი სიმამაცით იცავენ თავს, რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანია, როგორც თავად თქვა, უკრაინის განადგურება, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსი. ეს მიზანი ჩაიშალა. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს იმაზე დიდხანს, ვიდრე იცოცხლებს პუტინი“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, რუსეთს, დონბასში მიღწეული გარკვეული წარმატება საკმაოდ მაღალი ფასი დაუჯდა.

„არსებული ცნობებით, შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა, ან დაიჭრა ათი ათასობით რუსი სამხედრო. რუსეთი განაგრძობს ტანკების, ავიაციის, ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით დაკარგვას“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, შემდგომი შეტევის მიუხედავადაც, რუსეთი დაიკავებს მხოლოდ მის მიერ განადგურებულ ქალაქებს, უკრაინელი ჯარისკაცები კი გადავლენ გაცილებით გამაგრებულ პოზიციებზე, სადაც შეძლებენ ეფექტურ თავდაცვას.

„ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარს კვალავაც დაბალი საბრძოლო სულისკვეთება აქვს და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. პრობლემებია ტექნიკასა და ხელმძღვანელობაში, რომელიც უარს ამბობს ბრძოლის ველზე რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე“, - განაცხადა ბლინკენმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა