სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - როგორც კი ნაბიჯს გადადგამ მათკენ, ისინი ითხოვენ მაქსიმუმს - ჩვენ ვუთხარით დიალოგი, მათ მოითხოვეს გადადგომა

როდესაც ევროპის საბჭო და ევროკომისია მოგვიწოდებდნენ, რომ დეპოლარიზაცია არის მთავარი, ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რომ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩათვალეს, რომ ამისთვის ევროპა არის კარგი საბაბი - ეს უბრალოდ ვერ გამოდგება საბაბად, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქცია, სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“.

უმრავლესობის წარმომადგენლის შეფასებით, აქციის გასამართად მათ არ აინტერესებთ რაიმე მიზეზი, უბრალოდ სჭირდებათ საბაბი, რომ მოითხოვონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა.

„მიზეზს ისინი არ ეძებენ, არამედ საბაბს, ნებისმიერ თემაზე. უნდათ, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დააყენონ ის ერთი მოთხოვნა, რასაც დღეს აყენებდნენ. როდესაც ევროპის საბჭო და ევროკომისია მოგვიწოდებდნენ, რომ დეპოლარიზაცია არის მთავარი, ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რომ თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩათვალეს, რომ ამისთვის ევროპა არის კარგი საბაბი, სხვა დროს სხვა რამეს ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში მათ საერთოდ არ აინტერესებთ ევროპა, ეს უბრალოდ ვერ გამოდგება საბაბად. როგორც კი ნაბიჯს გადადგამ მათკენ [ოპოზიციისკენ], ისინი ითხოვენ მაქსიმუმს. ჩვენ ვუთხარით დიალოგი, მათ მოითხოვეს გადადგომა. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს მიიღებენ, ეს არის რეალობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს