ქეთევან ჩაჩავა - საეჭვოა, რამდენად არის დღეს „ქართულ ოცნებაში“ რესურსი და ნება, რომ რეალურად მოახდინოს საჭირო რეფორმების განხორციელება დათქმულ ვადებში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა საქართველომ წლის ბოლომდე გამოიყენოს „მეორე შანსი“ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად.

მისივე თქმით, საეჭვოა, რამდენად არის დღეს „ქართულ ოცნებაში“ ნება, რომ რეალურად მოახდინოს საჭირო რეფორმების განხორციელება დათქმულ ვადებში.

„მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენც აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შანსს და მომდევნო 6 თვეში საქართველო შეძლებს კონსოლიდაციას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესის ჩვენებას და ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას კანდიდატობის სტატუსის მისაღებად. მნიშვნელოვან პროგრესს სჭირდება „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა და ქმედითი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ახლა არ არის დასაკარგი დრო, ხელისუფლებამ მკაფიოდ მიიღო საზოგადოების დაკვეთა 20 ივნისს, სადაც ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ევროპული არჩევანის დასაცავად. შესაბამისად, არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. საეჭვოა, რამდენად არის დღეს „ქართულ ოცნებაში“ რესურსი და ნება, რომ რეალურად მოახდინოს საჭირო რეფორმების განხორციელება დათქმულ ვადებში. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რათა საქართველომ წლის ბოლომდე გამოიყენოს „მეორე შანსი“ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად“,- განაცხადა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ ინტერვიუში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს