სერჟანტთა კორპუსის დღესთან დაკავშირებით დიდგორის მემორიალთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.

თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

სერჟანტთა კორპუსის დღესთან დაკავშირებით დიდგორის მემორიალთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.

თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ სერჟანტებს თავდაცვის ძალების მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე დიდგორის მემორიალთან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა ათეულის მეთაურისა და ჯგუფის უფროსის კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრებით.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის