დავით ზალკალიანმა ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის.

დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში.

ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს“, -წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს