„სტრატეგია აღმაშენებელი“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

"ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ესაა აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა. მაგრამ ამასთან დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამიტომ გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ახლა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის დრო, ქართველი ერის დაკვეთა არის ერთიანობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი" ამ მოთხოვნას მხარს უჭერს", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო