რივნის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კოვალის განცხადებით, ოლქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ოლქზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს. სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. შემთხვევის ადგილზე გავდივარ“,- განაცხადა რივნის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.