ამერიკის კონგრესი აპირებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდად შეაფასოს

ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ქმედებას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ახასიათებს როგორც გენოციდს. რეზოლუციის შინაარსის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

რეზოლუციაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების მხეცობაზეა საუბარი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი პირდაპირი იერიშები და ასევე იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლიციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს.

ცნობისთვის, მაისის ბოლოსთვის რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 6-მა ქვეყნამ აღიარა, მათ შორის ესტონეთი, ლატვია, კანადა, პოლონეთი, ლიეტუვა და ჩეხეთია, ივნისის დასაწყისში კი მათ ირლანდია შეუერთდა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს