რივნის ოლქში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

რივნის ოლქში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა, - ამის შესახებ რივნის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქი სარნი დაზარალდა.

„წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“,- განაცხადა ვიტალი კოვალმა.

მან ასევე განმარტა, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ჯერ კიდევ იყვნენ მოყოლილი ადამიანები, შესაბამისად ადგილზე უკრაინის საგანგებო მდგომარეობის თანამშრომლები მუშაობენ.

ცნობისთვის, რივნის ოლქზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა