ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა მტრული რაკეტა იმის დასტურია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა მტრული რაკეტა არგუმენტია პარტნიორებთან მოლაპარაკებებში და დასტური იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები საკმარისი არ არის. ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ყოველი რაკეტა არგუმენტია ჩვენს მოლაპარაკებებში პარტნიორებთან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე განმარტებით, ის ორშაბათს მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სამიტში და მალე გაიმართება ნატოს სამიტიც.

„45 რაკეტა ნახევარ დღე-ღამეში და ზუსტად ასეთი შეხვედრების წინ. ყველაფერი გასაგებია. კიდევ ერთი დადასტურება სწორედ ჩვენი პოზიციის. ეს დასტურია, რომ სასანქციო პაკეტები რუსეთის წინააღმდეგ საკმარისი არ არის, შეიარაღებული დახმარება უკრაინას კიდევ მეტი სჭირდება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები - თანამედროვე სისტემები, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, უნდა იყოს არა პოლიგონებზე და კი არ უნდა ინახებოდეს, არამედ უნდა იყოს უკრაინაში, სადაც ის ახლა საჭიროა. საჭიროა უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა