შარლ მიშელი - G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას.

ამის შესახებ დიპლომატმა ბავარიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, ,, რუსეთის ომმა მსოფლიო საფრთხეში ჩააგდო“ და ამან გავლენა მოახდინა სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე, ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამასთან მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის უზრუნველყოს და მეტად დაუჭიროს მხარი უკრაინის აღდგენას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ომი ასევე აყალიბებს ევროკავშირს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით.

,,ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა შარშანდელი G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს – მოდით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი”, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა