ჯო ბაიდენი - პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო და ,,დიდი შვიდეული“ დაიშლებოდა, მაგრამ არ დავშლილვართ და არც ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემდეგ მისი ლიდერობისთვის შეაქო და მოუწოდა დასავლეთს, დარჩეს ერთიანი. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს გერმანიაში ,,დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ გამართულ შეხვედრაზე.

ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ „ნატო და ,,დიდი შვიდეული“ როგორმე დაიშლებოდნენ“, მაგრამ ისინი არ დაშლილან და არც აპირებენ.

ბაიდენმა შეაქო შოლცის ხელმძღვანელობა, როგორც დიდი შვიდეულის ამჟამინდელი თავმჯდომარე ევროპაში რუსეთის ომისა და შემდგომი გლობალური ეკონომიკური შედეგებით გამოწვეული კრიზისის დროს.

„მინდა გითხრათ კომპლიმენტი, იმისთვის რასაც აკეთებთ. თქვენ დიდი გავლენა მოახდინეთ დანარჩენ ევროპაზე, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ბაიდენმა შოლცს.

ბაიდენის თქმით, მათ არ უნდა მისცენ რუსეთის აგრესიას შეინარჩუნოს ის ფორმა, რაც ახლა აქვს.

,,ჩვენ ამ აგრესიას იმ ფორმის შენარჩუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, რაც ახლა აქვს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს