დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწეევაზე შეთანხმდნენ.

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, რათა მას ომსა და ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში დაეხმარონ.

“ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში მოვლენათა სვლა მთლიანად შეიცვალოს”, - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა.

პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინისადმი მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერა და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ეს სამუშაო.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი მცდელობა ახლა მხოლოდ გრძელვადიან არასტაბილურობას გამოიწვევს და პუტინს მისცემს უფლებას, რომ სამუდამოდ მანიპულირება მოახდინოს როგორც სუვერენული ქვეყნების, ისე საერთაშორისო ბაზრების.

გარდა ამისა, ლიდერები შეთანხმდნენ გააგრძელონ და გააღრმავონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს