ბორის ჯონსონი - თუ ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, მაშინ დიდ ბრიტანეთს მისი მიღების პატივი ექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში მიწვევას. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

„თუ მას (ზელენსკის) შეუძლია და საჭიროდ მიიჩნევს, რომ შეძლებს უკრაინის დატოვებას, მაშინ, დიდ ბრიტანეთს, ცხადია, მისი მიღების პატივი ექნება“, - განუცხადა ჯონსონმა ჟურნალისტებს G7-ის სამიტზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოუდგენელი სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნისა და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ხელმძღვანელობით ამ საშინელ დროს“.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, The Sunday Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს ზელენსკის ქვეყანაში ვიზიტის ორგანიზებას, მათ შორის დედოფალ ელიზაბეტ II-სთან შეხვედრას.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს