რუსეთის დეფოლტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია უცხოურმა მედიამ გაავრცელა, მეტყველებს იმაზე, რომ ანტირუსული სანქციები მოქმედებს და ისინი მომავალში უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მთელი საბანკო სისტემის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ განაცხადა.
„ანტირუსული სანქციები მუშაობს, ამიტომ ისინი უნდა გამკაცრდეს. 1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა სუვერენული ვალის დეფოლტი გამოაცხადა,", - წერს ერმაკი.
მისი თქმით, სანქციებმა უცხოური კრედიტორებისთვის გადახდის გზები დაკეტა.
„26 ივნისს დასრულდა საშეღავათო პერიოდი დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდისთვის, რომელიც გადასახდელი იყო 27 მაისამდე. საჭიროა სანქციები რუსეთის ფედერაციის მთელი საბანკო სისტემის წინააღმდეგ. ახლა მნიშვნელოვანია ამის გაკეთება“, - აცხადებს ერმაკი.
შეგახსენებთ, გამოიცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა, 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა.