საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. ამ თემაზე ვრცელი კომენტარები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა და გაფართოების კომისარმა ვარჰეიმ.
გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანდა. თუმცა, ვნახეთ, რომ ანგარიშის ტექსტის აღქმაში განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. მხედველობაში მაქვს განსხვავებული აღქმები იმაში, თუ რა გვითხრეს და რა გავიგეთ. მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, რა გვითხრა ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშით?
- ანგარიში მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ითვლება რეფორმების სფეროებად. ეხება ინსტიტუციურ განვითარებასა და ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბების საკითხებს. მაგრამ, ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ისეთ თემებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ასევე დემოკრატიულად მართვის პრობლემები. ამ მიმართულებებში ანგარიში აჩვენებს საქართველოს მნიშვნელოვან უკუსვლას. მაგალითად, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ მოხდა აშკარა უკუსვლა. გამოხატვის უფლებას პრობლემები შეუქმნა იმ კანონებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში იქნა მიღებული.
ანგარიში მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ითვლება რეფორმების სფეროებად. ეხება ინსტიტუციურ განვითარებასა და ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბების საკითხებს. მაგრამ, ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ისეთ თემებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ასევე დემოკრატიულად მართვის პრობლემები
ასევე საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს შეუქმნა პრობლემები იმის გამო, რომ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაშია უკუსვლა. ასევე, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდაში თავად ხელისუფლება იყო ჩართული.
ანგარიშში მოხვდა სასამართლოების საკითხი. სასამართლოში არ განხორციელდა ის რეფორმა, რასაც ევროკავშირი სთავაზობდა საქართველოს. პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ანგარიშში ასევეა საუბარი იმ ძალადობებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი საქართველოში და რომლებიც არ იქნა გამოძიებული. მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმა და თავდასხმა ლგბტ თემის ოფისზე.
- ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სხვადასხვა ადგილებზე ნათქვამია - „კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება - საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.... „ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია“....
„თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების კურსს, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია“... ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოხვედრილი ასეთი შეფასებები რაზე მიუთითებს?
- ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირმა საქართველოსთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეალურად აამოქმედოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აძლევს შანს გაეხსნას მოლაპარაკების პერსპექტივა. მაგრამ, მოლაპარაკებების პერსპექტივის თემა პრაქტიკულად დახურულია. ამიტომ, ახლა კანდიდატის სტატუსი გინდა გქონია, გინდა არ გქონია. სანამ საქართველო არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციების მთელ პაკეტს, მოლაპარაკებები არ გაიხსნება.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აძლევს შანს გაეხსნას მოლაპარაკების პერსპექტივა. მაგრამ, მოლაპარაკებების პერსპექტივის თემა პრაქტიკულად დახურულია. ამიტომ, ახლა კანდიდატის სტატუსი გინდა გქონია, გინდა არ გქონია. სანამ საქართველო არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციების მთელ პაკეტს, მოლაპარაკებები არ გაიხსნება
ახლა, რასაც მყისიერად ჩვენგან ითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის გაუქმებაა. ასევე კანონის, რომელიც ოჯახური ფასეულობების დაცვას და ბავშვების ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას ეხება. ასევე საუბარია ოფშორულ ზონებიდან თანხების გადარიცხვის შესახებ მიღებულ კანონზე, რომელსაც პარტნიორები რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობად მიიჩნევენ.
ასევე საუბარია არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე.
- არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების გამოძიების საკითხებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.
მანამდე მინდა გკითხოთ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე ნათქვამი ხელისუფლებამ როგორ აღიქვა?
- ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან, რასაც ნიშნავს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოხვედრილი თქვენს მიერ მოხმობილი აზრები. მაგრამ, ხელისუფლებისთვის მთავარი არ არის რას ამბობს მათზე ევროკომისია. ხელისუფლებისთვის მთავარია, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემს ის მოსახლეობისთვის ევროკომისიის კრიტიკას.
ხელისუფლებისთვის მთავარია, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემს ის მოსახლეობისთვის ევროკომისიის კრიტიკას... ხელისუფლების მხრიდან ამგვარი რიტორიკა არის პოლიტიკური სპეკულაცია
ანუ, რამდენად დააჯერებს საზოგადოებას, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. ამიტომ, მე არ გამიკვირდება მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ასე შემდეგ. ხელისუფლების მხრიდან ამგვარი რიტორიკა არის პოლიტიკური სპეკულაცია.
- ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ განმარტებები, რომ „საქართველო გაფართოების ნაწილია“, რომ, „ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია“, „ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან“. იმის ფონზე რაც ბრიუსელში ითქვა, რა უნდა ვიფიქროთ - ხელისუფლებამ ვერ გაიგო რაც გვითხრეს, თუ რა ხდება?
- ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო რაზეა საუბარი. ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციებს არ აქვს საზღვარი. ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივიდან რომ არ ამოგდეს, ეს უნდა გვიხაროდეს.
ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების გეგმებიდან იმიტომ არ ამოგდებს, რომ ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ ევროკავშირი თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან საქართველოს ვერ ამოაგდებს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასთან პრეტენზიები არ აქვს.
ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების გეგმებიდან იმიტომ არ ამოგდებს, რომ ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ ევროკავშირი თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან საქართველოს ვერ ამოაგდებს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასთან პრეტენზიები არ აქვს
ახლა ხშირად საუბრობენ თურქეთზე. აგერ თურქეთი ამდენი წელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მას ევროკავშირში არ იღებენ. თურქეთი ამდენი წელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა იმიტომაა, რომ ვერ მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება.
იგივე ეხება საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან არ ამოაგდებს. ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ე სიმას ნიშნავდა, რომ საქართველო ევროკავშირს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აინტერესებს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა მოხდეს.
ევროკავშირი საქართველოს თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან არ ამოაგდებს. ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო ევროკავშირს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აინტერესებს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა მოხდეს
მაგრამ, არის მეორე საკითხი, ეს რამდენად შესაძლებელია. რამდენადაა საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით ევროპასთან თავსებადი ქვეყანა. ევროკავშირის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს მაშინ იწყებს, როცა დაინახავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და მმართველობა გამჭვირვალეა. თუ ამ საკითხებში ქვეყანას პრობლემები აქვს, მას ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის საკითხებში პრობლემები ექნება.
- 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების თემა აქტუალურია და ამ თემით უნდა გავაგრძელოთ საუბარი.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა თქვა - „არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ბევრი რამ დასაზუსტებელი და გამოსაძიებელიაო“. მეტიც, მისივე თქმით, „ეუთო/ოდერმა სერიოზული ხარვეზები გამოავლინაო“.
ეს ხარვეზები გამოძიებული კი უნდა იქნას, მაგრამ ჩვენმა პროკურატურამ, იმის ნაცვლად ამით იყოს დაკავებული, პროკურატურაში დაიბარა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ თემაზე პრეზიდენტმა პროკურატურას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.
თუ ხელისუფლების განცხადებებით ვიმსჯელებთ, არ უჩანს იმის პირი, რომ ხელისუფლება თუნდაც გამოვლენილ დარღვევების ფაქტებს გამოიძიებს. არადა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა - „კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო“. იმ მოცემულობაში, რაც ახლა გვაქვს, რა შეიძლება გვითხრათ არჩევნებისას მომხდარი დარღვევების გამოძიების პერსპექტივებთან დაკავშირებით?
- ეს თემა ახლა, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზეა. ფაქტია, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადეს. ინფორმაციას იღებენ ნელ-ნელა და ხდება ამ ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და გააზრება. არჩევნები ჩატარდა ისეთი მეთოდით, რომ შესაძლებელია მყისიერად თუ როგორ და რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები.
არჩევნების გაყალბება მტკიცდება მრავალი ირიბი მტკიცებულებებით, მაგრამ, პირდაპირი მტკიცებულებები მხოლოდ რამდენიმეა. მაგრამ, იმის თქმა, რომ ამის გამო არჩევნების შედეგი შეიცვალა, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ახლა ხდება ამგვარი ფაქტების შეგროვება და დოკუმენტირება.
ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადეს. ინფორმაციას იღებენ ნელ-ნელა და ხდება ამ ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და გააზრება. არჩევნები ჩატარდა ისეთი მეთოდით, რომ შესაძლებელია მყისიერად თუ როგორ და რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები
არის შემთხვევები, როცა ფარულობის ფაქტები არსებობს, მაგრამ ასეთ ფაქტებსაც სჭირდება შეკრება და დოკუმენტად ქცევა. ვითარებაში, როცა ევროკავშირი და აშშ პირდაპირ არ არიან გამოძიებაში ჩართული, ისინი ითხოვენ რომ გამოძიება ჩატარდეს სკრუპულოზურად და ისინი შემდეგ მეტი ყურადღებით განიხილავენ არჩევნების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოოო გადაწყვეტილებებს.
ასევე გადაწყვეტენ დაუნიშნონ თუ არა სანქციები იმ პირებს, ან რაღაცებში შეზღუდონ, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული. ან მათთან საერთოდ შეწყვიტონ ურთიერთობა, ან ასე შემდეგ. ვიცით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად მიიღო. მხედველობაში მაქვს შვედეთი და კანადა. ახლა სხვა ქვეყნები ვხედავთ რომ არ ჩქარობენ და ელოდებიან მოვლენათა განვითარებას.
რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ევროკავშირი და აშშ პოლიტიკაში აზროვნებენ და მოქმედებენ სტრატეგიულად. ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ იტაცებს არჩევნებს, მაგრამ, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამას არ ეგუება და რომ საქართველოში არის იმის რესურსი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიულად შეიძლება შეიცვალოს და საქართველო კვლავ შეიძლება დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამ გზაზე სწრაფად იაროს. ამიტომ საქართველოს ინტერესების ასე იოლად დათმობა არ მოხდება.
ევროკავშირი და აშშ პოლიტიკაში აზროვნებენ და მოქმედებენ სტრატეგიულად. ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ იტაცებს არჩევნებს, მაგრამ, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამას არ ეგუება და რომ საქართველოში არის იმის რესურსი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიულად შეიძლება შეიცვალოს და საქართველო კვლავ შეიძლება დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამ გზაზე სწრაფად იაროს. ამიტომ საქართველოს ინტერესების ასე იოლად დათმობა არ მოხდება
მაგალითად, ირანთან დაკავშირებით ევროპას და ამერიკას ამ ეტაპზე არანაირი გეგმები არ გააჩნიათ. თუმცა, იქაც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს აქვს მომავალი. მაგრამ, ამას უყურებენ, როგორც გრძელვადიან და რთულად გადასაჭრელ ამოცანას.
საქართველოსთან მიმართებაში კი ახლა შესაძლოა ოთხ წლიანი ამოცანა იყოს, ანუ შემდეგ არჩევნებამდე, თუ ახლა „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში.
- ხელისუფლება, დარღვევების მცირე ნაწილის გარდა, გახმაურებულ დარღვევებს ვგულისხმობ, სხვა შემთხვევის გამოძიებას არც აპირებს. არც ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას არ უჩანს არანაირი პერსპექტივა.
თან, ძალიან რთული დასადგენი და გამოსაძიებელია ის, რაზეც ოპოზიცია ამბობს. ფაქტია ისიც, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერანაირად ვერ გაგრძელდება...
- მოდით, ახლა შორიდან შევხედოთ საქართველოში შექმნილ ვითარებას. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მიიტაცა რა დამოკიდებულება ექნება გარე სამყაროს საქართველოს ხელისუფლებაც პოლიტიკურმა ძალას აქვს ძალაუფლება თუ მიტაცებული არა, სხვადასხვა პოპულისტური მეთოდებით შენარჩუნებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყნებთან ევროკავშირსა და აშშ-ს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. უნგრეთი სხვა ქეისია, რადგან იგი ევროკავშირის წევრია. ისეთი ქვეყანა, როგორც საქართველოა, ევროკავშირმა და აშშ-მ შესაძლოა გააგრძელოს ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ, ქვეყნებს შორის ნდობა მაღალი არ ექნება.
მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკურ ძალას აქვს ძალაუფლება თუ მიტაცებული არა, სხვადასხვა პოპულისტური მეთოდებით შენარჩუნებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყნებთან ევროკავშირსა და აშშ-ს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. უნგრეთი სხვა ქეისია, რადგან იგი ევროკავშირის წევრია. ისეთი ქვეყანა, როგორც საქართველოა, ევროკავშირმა და აშშ-მ შესაძლოა გააგრძელოს ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ, ქვეყნებს შორის ნდობა მაღალი არ ექნება
არაა გამორიცხული საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ არ შეუჩერონ ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ. მაგრამ, დიდია იმის შანსი, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებებს. ამგვარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდება და ისეთი იქნება, როგორც ვენესუელას აქვს. საერთაშორისო არხებით აშშ და ევროკავშირი ვენესუელას
მაგრამ, სხვა სახის დახმარება, რომლის მიზანი იყო ინსტიტუციური დახმარება და ისეთი, რომელიც ბიუჯეტს ეხმარებოდა სხვადასხვა, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში, ეს ნამდვილად შეწყდება.
სამთავრობო პროპაგანდა ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირმა და ამერიკამ შეუჩერეს დახმარება სახელმწიფოს და მთელი დახმარება გადაუნაწილეს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჯერ ერთი ოპოზიციას არავინ არაფერს არ აძლევს, ეს აქაური და იქაური კანონმდებლობითაც აკრძალულია.
სამთავრობო პროპაგანდა ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირმა და ამერიკამ შეუჩერეს დახმარება სახელმწიფოს და მთელი დახმარება გადაუნაწილეს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჯერ ერთი ოპოზიციას არავინ არაფერს არ აძლევს, ეს აქაური და იქაური კანონმდებლობითაც აკრძალულია
რაც შეეხება მედიას და არასამთავრობო სექტორს, ის მხარდაჭერა, რაც ხმარდებოდა ამ სფეროების განვითარებას, ჯერჯერობით, ეს დონეა დარჩენილი. შესაძლოა, მომავალში ცოტა გაზარდონ კიდეც, რადგან ფაქტია, რომ საჭიროა თავისუფალი მედიის და თავისუფალი მოქალაქეების აზრის მხარდაჭერა.
ქვეყანას შეუმცირდა დახმარება იმის გამო, რომ ისინი არ ენდობიან მთავრობას და ხელისუფლებას. ხედავენ, რომ კონტრპროდუქტიული იყოს მათთვის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება. საუბარია იმაზე, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებებს მთავრობა იყენებს თავისი პროპაგანდისთვის. თითქოს მათი თანხებით მოხდა სკვერების მოწესრიგება, გზების მშენებლობა და მცირე წარმოებების გამართვა. არადა ეს ყველაფერი უპირატესად ევროკავშირის ფინანსებით მოხდა. ხელისუფლება ამას ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნების პროპაგანდისთვის იყენებს ამერიკისა და ევროკავშირის დემონიზების ფონზე.
აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებებს მთავრობა იყენებს თავისი პროპაგანდისთვის. თითქოს მათი თანხებით მოხდა სკვერების მოწესრიგება, გზების მშენებლობა და მცირე წარმოებების გამართვა. არადა ეს ყველაფერი უპირატესად ევროკავშირის ფინანსებით მოხდა. ხელისუფლება ამას ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნების პროპაგანდისთვის იყენებს ამერიკისა და ევროკავშირის დემონიზების ფონზე
ასეთ ქვეყნებში ეკონომიკური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა მცირდება. თუმცა, ამერიკის სენატშიც გაჟღერდა, რომ აშშ არ შეწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ისინი სტრატეგიულად აზროვნებენ. თუმცა, საფრთხე არსებობს იმის, რომ ვაშინგტონმა შეანელოს თავისი არაღიარების პოლიტიკა. ფაქტი ისაა, რომ აშშ საქართველოს მტრები არ არიან. მაგრამ, არაა გამორიცხული საქართველოს მათი მხრიდან ბევრს საკითხებში მხარდაჭერა დააკლდეს და ეს ძალიან დიდი რისკის წინაშე დააყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას.
საქართველო ავტორიტარული ქვეყნების გარემოცვაშია, რომლებიც ცდილობენ საქართველო „თავის კლუბში“ ჩაწერონ. სადაც ქვეყანა დემოკრატიის გარეშე ცხოვრებას იწყებს, იქ, ქვეყნის განვითარება არ ხდება, ან ხდება ძალიან ცალმხრივი განვითარება.
- თუ ისევ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს დავუბრუნდებით. მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, როგორ იმუშავებს იგი საქართველოსთან მიმართებაში?
- ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჩვენ რომ არ შეგხებოდა არ შეიძლებოდა, რადგან საქართველო ოფიციალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასეთი ანგარიში კეთდება თურქეთზე, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ევროკავშირს მასთან შეჩერებული აქვს მოლაპარაკებები. ყველა შემდგომ ანგარიშში წერია, რომ ქვეყანას წინსვლა არ აქვს და ასე შემდეგ. თუმცა თურქეთის შემთხვევაში აღარ იძლევიან რეკომენდაციებს მასთან მოლაპარაკებების გახსნაზე.
საქართველოსთან მიმართებაში მომავალ წლებში ჩვენ გვექნება ასეთი ჩანაწერები, საქართველოსთან ჯერ ადრეა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დაწყება. მიზეზად დასახელდება ის, რომ საქართველო არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოზე ანგარიშები იქნება, მონიტორინგის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ დააკვირდებიან იმას, თუ როგორ განვითარდება შიდა პოლიტიკაში ვითარება.
საქართველოსთან მიმართებაში მომავალ წლებში ჩვენ გვექნება ასეთი ჩანაწერები, საქართველოსთან ჯერ ადრეა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დაწყება
არაა გამორიცხული ყველაფერ ამასთან ერთად საქართველოში მოხდეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა, მაგრამ, თუ ეს არ მოხდა და ავტორიტარიზმის ის დონე დარჩა, რაც ახლაა, რა თქმა უნდა, ექნებათ იმედი, რომ საბოლოო ჯამში ამის შეცვლა შესაძლებელი იქნება. ჩვენი პარტნიორები უბრალოდ გააგრძელებენ დაკვირვებას, რეკომენდაციების შემუშავებას, მაგრამ ამ ამას არ მოჰყვება რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ისევე როგორც ევროკომისიის იმ 9 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი