ლისის ტბიდან მხოლოდ 300 მეტრში ახალი, ბუტიკური ტიპის კერძო დასახლება — „ორიენტირი ლისი“ ვითარდება.
პროექტი განსაკუთრებული მდებარეობით გამოირჩევა და ცენტრალური, ლეო კვაჭაძის ქუჩიდან სულ რაღაც 500 მეტრში, ლისის ეკოსისტემაში მდებარეობს.
ბოლო წლებში ეს ტერიტორია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად განვითარებად ლოკაციად ჩამოყალიბდა — სივრცედ, სადაც რამდენიმე პრესტიჟული კერძო უბანი და საერთაშორისო სტანდარტების კერძო სკოლაა განთავსებული. მწვანე გარემო, ეკოლოგიურად სუფთა სივრცე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სიახლოვე ლისის ტბასთან ცხოვრების მიმართ ინტერესსა და მოთხოვნას მნიშვნელოვნად ზრდის, როგორც ქართველი, ისე ექსპატი ოჯახების მხრიდან.
„ორიენტირი ლისი“ მხოლოდ 24 ოჯახზე გათვლილი კერძო უბანია, სადაც მიწის ნაკვეთების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. პროექტი მობინადრეებს სთავაზობს სრულად გამართულ კომუნიკაციებსა და კეთილმოწყობილ გარემოს. ჩაბარების პირობები მოიცავს: შემოღობილ მიწის ნაკვეთს ჭიშკრით, ასევე ნაკვეთამდე მიყვანილ ყველა აუცილებელ კომუნიკაციას — განათებულ ქუჩებს, გაზს, ელექტროენერგიას, წყალს, კანალიზაციას, ინტერნეტს, სანიაღვრე სისტემას, ასფალტირებულ გზასა და საფეხმავლო ბილიკს.
პროექტში უკვე დასრულებულია წყალარინების, სანიაღვრე სისტემის, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაზის, ინტერნეტისა და გარე განათების სისტემების მონტაჟი, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების სრულად დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.
„ორიენტირი ლისის“ პროექტში მიწის ნაკვეთების შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე არარეზიდენტებს. ნაკვეთების მინიმალური ფართობი 1000 კვ.მ-ია. შეძენა შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ასევე შიდა განვადებით ან თიბისი ბანკის იპოთეკური სესხის გამოყენებით. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორი რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთებია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სახლის მშენებლობის ხარჯებს.
პროექტს ახორციელებს GRG Development — კომპანია, რომელიც GRGROUP-ის მიერ არის დაფუძნებული. GRGROUP 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და საქართველოს მასშტაბით არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ასფალტ-ბეტონის საწარმოებსა და სპეციალიზებულ ტექნიკას, რაც პროექტის ხარისხისა და სანდოობის დამატებითი გარანტიაა.
GRG Development-სა და საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) შორის გაფორმებული ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ოქტომბრიდან პროექტის გაყიდვებსა და კომერციულ მიმართულებას სწორედ GREA ხელმძღვანელობს.
(R)