ლევან დავითაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე - დამატებითი პირობები, რომელიც შინაარსობრივად ერთნაირად განესაზღვრა სამივე ქვეყანას, ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება

ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობა აუცილებლად შესრულდება.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ 12- პუნქტიანის გეგმის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა იქნება საჭირო, კოორდინირებულად, მაღალ დონეზე იმართება.

„დამატებითი პირობები, რომელიც შინაარსობრივად ერთნაირად განესაზღვრა სამივე ქვეყანას, ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება, ამას უხელმძღვანელებს მთავრობის ხელმძღვანელი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან. ძალიან ბევრი რეფორმა გულისხმობს საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. თუ ფორმაზე ჩამოვყალიბდებით, თუ საჭირო იქნება რაიმე სამუშაო ჯგუფი, ან ფორმალიზება, ამ შემთხვევაში სწორად კოორდინაცია გვექნება და მაღალ დონეზე მართვა, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი გაუძღვება“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

როგორც დავითაშვილი განმარტავს, საქართველოში ევროპისმაგვარი პოლიტიკა უნდა გვქონდეს. მისივე თქმით, ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეა.

„ასოცირების ხელშეკრულებას ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოჰყვა, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია. ბევრ მიმართულებას მოიცავს, საზოგადოებრივი ცხოვრების და ეკონომიკის ყველა სფეროს ფარავს. ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგია, რომელიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის, ქართული პოლიტიკის დაახლოებას ევროპულთან. ფაქტობრივად, საქართველოში პოლიტიკა უნდა გვქონდეს ევროპისმაგვარი, რათა ევროპისმაგვარი ცხოვრების სტანდარტი შევქმნათ.

საქართველო დღესაც პიონერი რჩება ვალდებულებების შესრულების კუთხით. ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით, საქართველო პირველ ადგილზეა. საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს გაგრძელდება“,- აღნიშნავს დავითაშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ