ვიცე-პრემიერი - პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს ამ რთულ ვითარებაში - ის თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს ამ რთულ ვითარებაში - ის თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა პრემიერი გადადგომას.

დავითაშვილის თქმით, დღეს ქვეყნის ინტერესი სტაბილური განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფაა, რასაც „მთავრობის ხელმძღვანელი ასრულებს“.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ამ ამოცანებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ასრულებს, ის იქნება და თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა